გოცირიძე: “რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, ხელშეუხებელი”

თბილისი (BPI) – ეროვნულმა ბანკმა 33 მილიონი დოლარი გაყიდა, 96 მილიონი ლარი ამოიღო მიმოქცევიდან და ლარის გაუფასურების პროცესი შეაჩერა.

მაშინ, როცა ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ლარის ამოღებას ეწევა ერთი ხელი, მეორე ხელით კომერციული ბანკებისათვის გაცემულ რეფინანსირების სესხებს არ ამცირებს. დღესაც ისევ 1,45 მილიარდი ლარი გაასესხა.

სრულიად აცდენილია რეალობას ფინანსთა სამინისტრო. გასული კვირის განმავლობაში 200 მილიონი ლარი ასესხა კომერციულ ბანკებს ბიუჯეტიდან. ეს ხდებოდა იმ დღეებში, როცა სავლუტო ბაზარზე პანიკა იყო და ლარი ყოველდღიურად უფასურდებოდა.

თუ ერთდროულად არ იმოქმედა ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, ინტერვენციების შედეგები მხოლოდ დროებითი იქნება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ეს იყო სწორი, ოღონდ ძალიან დაგვიანებული. რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო. ის იმისთვის არსებობს, რომ მსგავს ვითარებაში გამოიყენო, – წერს სოციალურ ქსელშის სებ-ის ექსპრეზიდენტი რომან გოცირიძე

შემთხვევითი სიახლე

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის …