გიორგი აბაშიშვილი – ლარის კურსის გამყარება გაგრძედება, თუმცა…

“ლარის კურსის გამყარება, საკმაოდ დინამიკურია. რამოდენიმე, ფაქტორია რაც ეს გამოიწვია. ქვეყანაში არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო.“ ამის შესახებ 24news.ge-ს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ჯეოქეისის ეკონომიკური მიმართულების არარეზიდენტმა მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

“ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარება საკმაოდ დინამიურია. შეიძლება ითქვას, რომ რამოდენიმე ფაქტორია, რაც ეს ყველაფერი გამოიწვია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი აზრით, ეროვნულმა ბანკმა გაატარა ძალიან სწორი და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. რამაც საფუძველი მისცა ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამყარებას. ამავდროულად, ქვეყანაში არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, და აქტივობა. ისევე როგორც, ახლა არის ტურიზმისთვის დამახასიათებელი და გარკვეულწილად გამოცოცხლება შეინიშნება ტურისტების რაოდენობის ზრდაში. ვფიქრობ, რომ ჯამში ეს არის იმ ძირითადი, ფუნდამენტური ფაქტორების ერთობლიობა რაც, იწვევს ლარის კურსის გამყარებას და ეს ასე მოხდა”, აცხადებს აბაშიშვილი.

აბაშიშვილი აღნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებამ -რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად და 10.5 პროცენტზე დატოვება. ეს გარკვეულწილად მიანიშნებს, რომ ინფლაციური რისკები იყო.

„გუშინ ეროვნულმა ბანკმა კვლავ უცვლელ დონეზე დატოვა რეფინანსირების განაკვეთი, ანუ შეინარჩუნა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. იმისთვის, რომ რაიმე კიდევ არ შეიცვალოს კიდევ უფრო უარეს მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაღალ მაჩვენებელზეა საქართველოში და ეროვნულ ბანკს აქვს პროგნოზი, რომ გაზაფხულიდან ეს ყველაფერი შემცირდება საბოლოოდ მარტის პერიოდიდან. ეს რეალისტური იქნება, იმ შემთხვევაში, თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება. მათ შორის კურსის გამყარება, ეკონომიკური ზრდა, ტურისტების შემოსვლა.“ – განაცხადა აბაშიშვილმა “24NEWS“თან საუბრისას.

როგორც გიორგი აბაშიშვილი “24NEWS“თან ამბობს, რა გველოდება წინ, ეს გარკვეულწილად მსოფლიოში კოვიდის შემდგომ სიურპრიზებზეა დამოკიდებული. „ყოველთვის როცა ჩვენ პროგნოზებზე ვლაპარაკობთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის “კოვიდი” და ხშირ შემთხვევაში სიტუაცია დამოკიდებულია არამარტო ეკონომიკურ ფაქტორებზე, არამედ ეპიდსიტუაციაზე. თუ ვთქვათ რაიმე ახალი სიურპრიზი აღარ მოხდა, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, მაშინ სხვა თანაბარ პირობებში რეალისტურია, კურსის გამყარებას მოყვეს უკვე ინფლაციის შემცირებაც.“ – განაცხადა აბაშიშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

გადამფრენი ფრინველების მსოფლიო დღე

ჩააქრეთ ღამით სინათლე ფრინველებისთვის! – 2022 წელს გადამფრენი ფრინველების მსოფლიო დღე სინათლით დაბინძურების შესახებ ცნობიერების …