გვენეტაძეს მიაჩნია, საბანკო რეგულაციების მიზანი მიღწეულია

თბილისი (BPI) – ქვეყნის მთავარი ბანკირი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციებმა დასახულ მიზანს მიაღწია.

“დაახლოებით 9 თვეა გასული და ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია,” – აცხადებს კობა გვენეტაძე.

მისი ახსნით, მიზანი შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხ არ გაცემულიყო, მიღწეულია და ამავდროულად საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია.

სასესხო პორტფელის ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, მისი თქმით, 14%-ია და ეს კარგი მაჩვენებელია, შესაბამისობაშია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივებთან. “სასესხო პორტფელი გაჯანსაღებულია. სესხი კარგი მაჩვენებლებით და სტანდარტებით გაიცემა,” – აცხადებს გვენეტაძე.

ამავდროულად აღნიშნავს, რომ სებ-ი მუშაობს რეგულაციები მარტივად გასაგები იყოს,  ბიუროკრატიული პროცედურები გამარტივდეს. დასძენს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შეცვლა არ იგეგმება.

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …