გერმანული ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ არის

თბილისი (BPI) – გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius) დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, – ინფორმაციას კომპანია მარნეული ავრცელებს.

კომპანია განმარტავს, რომ დასკვნის მიხედვით, პროდუქტში არ აღინიშნება კვალი არასაკვები საღებავის – სუდან 1-ის ელემენტების.

“კომპანიამ პროდუქტი ამ ნივთიერების ფართო სპექტრზე შეამოწმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს სუდან 1-ის არცერთ ელემენტს”, – ნათქვამია კომპანიის განხაცდებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს კომპანიამ თავისი წარმოების დალუქული ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანულ ლაბორატორიაში გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო. კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სააგენტოს მიერ შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

“მარნეულის სასურსათო ქარხანა აგრძელებს განვითარებას და საზოგადოება სულ მალე შეძლებს ტრადიციული წითელი ტყემლის დაგემოვნებას. გარწმუნებთ, რომ მარნეულის სასურსათო ქარხნის მთავარი პრინციპი არის და იქნება გამჭვირვალობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები”, – განმარტავენ კომპანიაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს. კომპანიას ლაბორატორიის დასკვნამდე დროებით შეჩერებული ჰქონდა ტრადიციული წითელი ყემლის რეალიზაცია.

ეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …