“გეიშები სახლიდან” – ზურა ბალანჩივაძის სამთვიანი კარანტინის ანგარიში საზოგადოებას

თბილისი (BPI) – 19 ივლისს, 12 საათიდან “მზიურის” ერთადერთ და ყველაზე საყვარელ კაფეში ასევე საყვარელი ბლოგერის, ჟურნალისტისა და მუსიკოსის, ზურა ბალანჩივაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

“გეიშები სახლიდან” – ასე დაარქვმა ავტორმა  იმ სამი თვის თავგადასავალს, რაც პანდემიამ არგუნა. ამიტომაც წარმოგიდგენთ სახლში, იზოლაციაში, გაზეთზე newspaper art-ის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს და თან გაგაცნობთ იაპონური კულტურის ამ მხარეს.

„ყველაფერი იწყება, გრძელდება, აღწევს პიკს და მერე სრულდება. ხან ჩქარა, ხან ნელა, მაგრამ მაინც – ციკლი უცვლელია. იზოლაციაც დასრულდა, ახლა გამომზეურებისა და ანგარიშის ჩაბარების დროა,” – ამბობს ზურა  და 18:00-ზე პატარა ლექციასა და მუსიკალურ პერფორმანსს გთავაზობთ გეიშებთან დაკავშირებით: „როდის შეიქმნა, რითაა გამორჩეული, მითები, ლეგენდები და ყველაფერი საინტერესო”

გამოფენა-გაყიდვა დასრულდება 19 ივლისს 22:00 საათზე. ასე რომ, იჩქარეთ!

შემთხვევითი სიახლე

BAG-ი დღგ-ს ავტომატური დაბრუნების ახალ სისტემას ეხმიანება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას. როგორც ბიზნეს ასოციაციაში …