გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფინანსება 1.3 მლრდ ლარით იზდება და 2022 წლის ბოლოს  ნაშთი 6.957 მლრდ ლარს მიაღწევს. როგორც იცით, 2021 წელს კლებაა, 150 მლნ ლარით. შესაბამისად ნაშთი 5.657 მლრდ  ლარამდე მცირდება.

შიდა ვალის 1.3 მლრდ -ით გაზრდა ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკებისგან უფრო  მეტი ვალის აღებას, 1-დან 10 წლამდე ვადით.  გაზრდილი მიწოდება  გაუძვირებს თუ არა მთავრობას  საბიუჯეტო სახსრებით ნასესხებ სესხებს, ბაზარი  ჯერ არაფერს ამბობს.  სებ-ის 27 ოქტომბრის მპკ-მდე, უცნობია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება თუ არა.

ცნობილია მხოლოდ ის რომ 2022 წლის ბიუჯეტით გაზრდილი ხარჯებიდან  ინფლაციაზე წნეხს, ეროვნული ბანკი გაანეიტრალებს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკით, რაც  რეფინანსირების განაკვეთის  გაზრდას მოიაზრებს. ძირითად განაკვეთზეა მიბმული სამთავრობო ობლიგაციების პროცენტი და ასევე მოსახლეობის  სესხები. უზრუნველყოფილი კრედიტების უმეტესობა ცვლადგანაკვეთიანია. რაც  იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი ბიუჯეტით მომატებული წნეხი ნეიტრალდება მომხმარებლის ხარჯზეც, რადგან მპ-ის გაზრდა სეხსხის პროცენტს ავტომატურად ზრდის. მთავრობა გაზრდილ ხარჯს ბიუჯეტიდან გადაიხდის, მომხმარებელი კი ჯიბიდან.

მონეტარული პოლიტიის გამკაცრება  ფისკალური კოლსოლიდაციისთვის გარდაუვალია.  განაკვეთის გაზრდა არ იქნებოდა საჭირო, თუ ბიუჯეტის  დეფიციტი 4.4 % ნაკლებზე დაიგეგმებოდა. 4.4%-ში კოვიდის ხარჯის წილი მხოლოდ 0.5% -ია. დეფიციტი ძირითადად კაპიტალური ხარჯებითაა გაზრდილი.

2022 წელს მიმდნარე ხარჯები მშპ-სთნ 22%-მდე უნდა შემცირდეს და პანდემამდელ 21.5%-ს მიუახლოვდეს. 2020-ში  ეს კოეფიციენტი 26.2% -მდე გაიზარდა, 2021-ში 24.7%-მდე შემცირდა.

61%-მდე გაზრდილი მთავრობის ვალი 52.7%-მდე მცირდება, აქედან 0.6% კერძო- საჯარო თანამშრომლობის კანონით აღებული ვალის ღირებულების წილია.

3.173  მლრდ -ია ვალდებულებების წმინდა ზრდა, მათ შორის საშინაო ფას ქაღალდებისთვის, 1.3 მლრდ, საინვესტიციო კრედიტები 1.9 მლრდ; 1.2 მლრდ – საბიუჯეტო დახმარება;  ვალის დაფარვის მაჩვენებლი – 1.230 მლრდ ლარი.

 

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …