გერმანიიდან ტურისტების ნაკადი 38%-ით გაზრდილია

თბილისი (BPI) –  სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8% -ით გაიზარდა, 917 044-მდე (+2.8%Y.Y). მათ შორის, ტურისტული გაზრდილია 0.6%-ით, 539 524-მდე. მონაცემები კვლავ ჩამორჩება იმ საპროგნოზოს, ბოლოდროინდელი მაღალი ზრდის დინამიკის ფონზე რომ არსებობდა.

რუსეთიდან ვიზიტორების 20.6% კლებაა,147 425-მდე. ტურისტული ვიზიტები კი 29.9%-ით, 105 572 მდე. 2019 წლის იანვარ-სექტემბრის ნაკადი 7 237 560 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტია (+6.6%Y.Y).

ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების ზრდით გერმანია ლიდერობს  +37.8%, გაერთიანებული სამეფო +28.9%, პოლონეთი +26.8%, საფრანგეთი +25.9%, ნიდერლანდები +25.4%.

ზრდაა რეგიონის ქვეყნებიდან: უზბეკეთი +130.4%, ყირგიზეთი +84.4%, ყაზახეთი +56.4%, ჩინეთი +48.9%, საუდის არაბეთი +45.6%, ქუვეითი +32.8%.

ტურიზმიდან 8 თვის შემოსავლები 2.2 მლრდ. აშშ დოლარია (-0.4%). აგვისტოს – $ 396 მლნ (-10.6%)

ტურიზმის შემოსავლების ზრდის პიკი  წელს  იყო  აპრილში  +16.1%.  ვარდნის კი ივლისში, -13.3%. სებ-ის სტატისტიიკით, აგვისტო ივლისზე უკეთესი იყო,  ვარდნის 1.5% შემცირებით.

კლების მიუხედავად ივლისი ყველაზე შემოსავლიანია – 375 მლნ.

შემთხვევითი სიახლე

გახარია არჩევნებს-არჩევნებზე იგებს, პრინციპით ემზადე სულ

თბილისი (BPI) – გიორგი გახარია: „როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“ „ეს არის …