გაზსაცავის მშენებელობას ერთმანეთს სამი საერთაშორისო კომპანია ეცილება

თბილისი (BPI) – გაზსაცავის მშნებელობის ტენდერში სამი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.

ნავთობის და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა დასკვით ეტაპზეა. მაისის შუა რიცხვებში ტექნიკური და ფინანსური განაცხადის წარდგენის შემდეგ, კორპორაცია სამი კომპანიიდან ერთ-ერთს შეარჩევს, რომელმაც პროექტზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.

პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 150 მილიონი ევროთი დააფინანსებს. პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის საინვესტიციო ბანკთან.

როგორც ნავთობის და გაზის კორპორაცია განმარტავს, შეთანხმება მიღწეულია. ხელშეკრულების გაფორმება კი პროცედურული საკითხია და მას შემდეგ მოხდება, რაც კონტრაქტორი კომპანია შეირჩევა და მშენებლობაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება.

„ჩვენ არ წავედით მარტივი გზით, რადგან ხარისხზე ორიენტირებულნი ვართ. გაზსაცავი უნდა აშენდეს დასავლური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. დამფინანსებელს კი, რომელიც დასავლეთ ევროპიდან შემოვიყვანეთ თავისი მოთხოვნები და პროცედურები აქვს. ალბათ რამდენიმე წელიწადში საქარტველოს უკვე ექნება სტრატეგიული გაზსაცავი, რომელითაც უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ძალებით გაზის ნაკადების მართვა“, – აცხადებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ გოჩიტაშვილი.

“ბიზნესპარტნიორი”

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე …