ბრაიან ვიტმორი: საქართველოს უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის აშენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია

თბილისი (BPI) – ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი ბრაიან ვიტმორი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით ორგანიზებულ ჯკონფერენციაში “რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“ მონაწილეობს, ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც ბრაიან ვიტმორმა BPI-სთან აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების პერსპექტივების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის აშენება.

“პორტი ქვეყანას დაეხმარება ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა ის ამავდროულად ქვეყნის ეკონომიკური აქტივია, რომელსაც დაცვა სჭირდება. მსგავსი აქტივის ქონა კი იმ დასავლური ქვეყნების ყურადღების ქვეშაც ექცევა, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ვფირობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პორტის მშენებლობა. მთავრობის ნებისმიერი ქმედება, რაც პორტის მშენებლობას ხელს შეუშლის, დააზარალებს საქართველოს ინტერესებს”, – განაცხადა ვიტმორმა.

ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტის მნიშვნელობაზე აშშ-ში. “ორივე მხარეს სჯერა, რომ პორტის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკამ თქვა, არამედ იმიტომ რომ ეს საქართველოს ინტერესებში შედის. პორტი უნდა აშენდეს, არამხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ასეთ აქტივს სჭირდება დაცვა და ეს ის აქტივია, რაც დასავლური კაპიტალის ყურადღებას იქცევს. არსებობს საკითხები ვინ იქნება ინვესტორი და ა.შ. აქ მთავარია ის, რომ ეს პორტი უნდა აშენდეს და მორჩა”, – განმარტა ბრაიან ვიტმორმა.

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …