ბორჯომი-ლიკანის გაფიცული პერსონალი სასტუმროს მეპატრონის მოლოდინში

თბილისი (BPI) – “ბორჯომი-ლიკანის” გაფიცულ თანამშრომლებს მალე ახალ მფლობელთან მოუწევს პირობების შეთანხმება.

სასტუმროს მფლობელის, საპარტნიორო ფონდის დირექტორის დავით საგანელიძის ინფორმაციით,  აუქციონზე  განახლებული პირობებით  სულ მალე გამოიტანენ. საგანელიძემ შეახსენა საზოგადოებას, რომ  ფონდმა მხოლოდ აქტივი შექმნა არც მართვაში და გასაყიდი ფასის დადგენაში  არ მონაწილებს.  6 დეკემბერს/2019  $37 მილიონად გამოტანილი აქტივი არ გაიყიდა

იაფად, იჯარის გახანგრძლივებით,ასევე პირობების გამარტივებაზე, ინვესტორისთვის მიმზიდველის წინადადების მოსამზადებლად სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმდა.

შეგახსენებთ,  სასტუმრო  ლიკანში საპარტნიორო ფონდმა  ყაზმუნაი- გაზ სერვისთან ერთად ააშენა. 2018 წლის ზაფხულში ქართულმა მხარემ ყაზახი პარტნიორებიგან 50% -იანი წილი გამოისყიდა, 5 მლნ-ით იაფად.

სასტუმრო, ყოფილმა მმართველმა  Rixos-ი ზღვის კურორტებზე კონცენტრირების ახალი სტრატეგიის გამო, ასევე თბილისშიც, გუდიაშვილზე, სადაც Wyndham Grandი (ისრაელი). 

ამბობენ, სასტუმროს თანამშრობლები, სწორედ Rixos-მა გააზარმაცა. 50-მდე გაფიცული  მენეჯერს უდიერად მოყრობაში ადანაშაულებს. გაფიცვის გამო ჯავშნები არ შეფერხებულა. (გაფიცვის ამბავი BMG -იმ შეიტყო). 

სასტუმროს გაყიდვის სამზადისი მაისიდან დაიწყო. ფონდი მოლაპარაკებებს მერიოტთან, ინტერკონტინენტალთან და სვის ოტელთან აწარმოებდა.  სასტუმრო ფონდის ქეისში ერთადერთი პროექტია, სადაც ის მინორიტარი არ არის. 

სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გაიღებს

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გაიღებს. ბანკის ცნობით, „თიბისი შენთვის“ – …