ბილაინში დანერგილი ციფრული პლატფორმა ჯილდოს მფლობელი გახდა

მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა “ვიონი”, მიიღო 2019 წლის Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდო კატეგორიაში “სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა”, CrossKnowledge პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის. Brandon Hall Excellence Awards – ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის მიხედვით.

ონლაინ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის “ვიონი საქართველოს” (ბრენდი ბილაინი) თანამშრომლები  გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, მათ შორის ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. ბილაინის თანამშრომლებისთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და  LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი.

ბილაინი თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორისაა Lever.co – თანამშრომლების შერჩევისთვის და Talmundo – ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე – 2018 წლის ივლისში, ბილაინმა ოფიციალურად  დანერგა Facebook Workplace-იც.

თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, ბილაინში არც მომხმარებელი ავიწყდებათ და მათი კმაყოფილების გასაზომად მსოფლიოში აღიარებულ ონლაინ პლატფორმას  – Medallia-ს იყენებენ. მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი – Medallia, ბილაინმა 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც – ვებგვერდი და აპლიკაცია.

შემთხვევითი სიახლე

BioChimPharm-მა ინოვაციების სააგენტოსთან ₾650 000-იანი ხელშეკრულება გააფორმა

თბილისი (BPI) – ინოვაციების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ …