ბილაინი აბონენტებს “ინტერნეტ პრემიუმი“ ხაზის ახალ პაკეტებს სთავაზობს

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პრემიუმი ხაზის ახალ სამთვიან პაკეტებს სთავაზობს. მოცემული პაკეტების აქტივაციისას  აბონენტი ერთჯერადად იხდის პაკეტის 3 თვის საფასურს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში ყოველთვე ავტომატურად ერიცხება პაკეტის შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. ინტერნეტ პრემიუმის ახალი პაკეტების მომხმარებელი 3 თვის განმავლობაში ასევე სარგებლობს ღამის ულიმიტო ინტერნეტით და საჩუქრად იღებს Stingray Music App-ის პრემიუმ პაკეტს, იმავე ვადით.

ინტერნეტ პრემიუმის ახალი პაკეტებია:

  • 50GB (08:00 – 00:15) + ღამის ულიმიტო ინტერნეტი (00:15 – 08:00) + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი – 50, ვადა 90 დღე
  • პრემიუმ მიქსი: 25GB + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი,  ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან (+ ფიქსირებული ქსელები), ულიმიტო SMS – ₾60, ვადა 90 დღე
  • MyBeeline App-ის სპეციალური შეთავაზება: 70GB (08:00 – 00:15) + ღამის ულიმიტო ინტერნეტი (00:15 – 08:00) + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი –50, ვადა 90 დღე

ინტერნეტ პრემიუმი პაკეტების აქტივაცია შესაძლებელია როგორც USSD კოდით, ასევე MyBeeline App-ით, ბილაინის ვებგვერდიდან და ბილაინის facebook ჩატბოტის დახმარებით.

Stingray 23 წლის წინ დაარსებული საერთაშიროსო ბრენდია. მუსიკალური პლატფორმა Stingray Music -ი, 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის, მუდმივად განახლებად ფლეილისტს მოიცავს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირის საფუძველზე 200-მდე ადამიანის მიერ ყოველდღიურად იქმნება. Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი კი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობას ურეკლამოდ და მაღალი აუდიო ხარისხის მეშვეობით იძლევა. აპლიკაციის ჩამოსატვირთად მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს:

Play Store

App Store*

ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ახალ ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რომ რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა მიცეს ხარისხიან 4G  მომსახურებაზე.

*აპლიკაციით სარგებლობისთვის, Apple ID-ში მითითებული უნდა იყოს საქართველო.

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …