ბიზნესდავების 90%, ომბუდსმენის რეკომენდაციით, ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყდა

თბილისი (BPI) -ირაკლი ლექვინაძემ 6 თვის ანგარიში წარადგინა ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის H1/2019 -ის  სტატისტიკით, მეწარმეების მიმართვით 171 საქმე დარეგისტრირდა, ბიზნესის მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გაიგზავნა. 

„42 საქმეზე დავასრულეთ  მუშაობა. საქმეების 80% ში სრულად ან ნაწილობრივ გათვალისწინებულია“, – ომბუდსმენის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ ექსპორტ/ტრანზიტში მოქცეულ საქონლის დაბეგვრაზე დასკვნა გაიზიარა. მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2011 წლის 23 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც.

დასკვნებს შორისაა  სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონთან შენიშვნები. დაიხვეწა საინვესტიციო გეგმის წარდგენის წესი. შესაძლებელი გახდა მისი უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, ადგილობრივი, უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისთვის.

მიმართვების 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროდანაა, 60%- თბილისზე 20% აჭარაზე მოდის.

ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით დავების განხილვის საბჭოში 15 კომპანიის საქმეა განხილული და 90% -აპარატის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინებული.

შემთხვევითი სიახლე

BAG: სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის …