ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის გარანტად რჩება

თბილისი (BPI) – თანაინვესტირების ფონდმა აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის, ცოტნე ებრალიძით ჩანაცვლებაზე განაცხადა. ებრალიძე 2013 წლიდან ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორა.

გიორგი ბაჩიაშვილმა ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები იმის გარანტი, რომ ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას თავის მანდატის შესაბამისად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან მთელს ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა, რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე. დღეის მდგომარეობით, ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს და მათში ჯამში დასაქმებულია ათი ათასამდე ადამიანი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ცოტნე ებრალიძეს ახალი გამოწვევებისწინაშე“ – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
GCF კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …