ბანკებს მსხვილი რისკების მართვისთვის სებ-ი ახალ ვალდებულებებს აკისრებს

თბილისი (BPI) – სებ-ი   კომერციულ ბანკებს  მორიგ ვალდებულებას აკისრებს, ახალი დებულებით, რომელიც  2020 წელს ამოქმედდება.  დამატებითი მოთხოვნებით მსხვილი რისკების მართვა უნდა გაუმჯობესდეს, რაც სავალდებულოა  ყველა ბანკისთვის და ქვეყნის საფინანსო სექტორის სტაბილურობისთვის , -ასეა დეკლარირებული.

შეგახსენებთ,  ბოლოდროინდელი  საბანკო რეგულაციებიც,  რამდენიმე  რაუნდად, ეტაპობრივად ამოქმედებული, საფინანსო სტაბილურობისთვისაა, მარტივი პრინციპით,  ნაკლები სესხი, ნაკლები ტვირთი. ცოტა ფული, ცოტა შენაძენი. უკეთესი ცხოვრებაზე უარით, ნაკლები კომფორტით უზრუნველყოფილი სტაბილურობა.

“ბანკი ვალდებულია ჰქონდეს ადმინისტრაციული და აღრიცხვიანობის გამართული პროცედურები, შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმები, რათა უზრუნველყოს ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელ ჯგუფთა მსხვილი რისკის პოზიციების იდენტიფიცირება, მართვა, მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება, ასევე კონცენტრაციასთან დაკავშირებული რისკების მართვა“, – აღნიშნულია კობა გვენეტაძის 21 ნოემბრის ბრძანებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

დებულების ამოქმედებიდან  (01.06.2020) თვეში ბანკებმა ზედამხედველს ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის შიდა მეთოდოლოგია უნდა წარუდგინოს.

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი …