ბათუმის სანაპიროზე უკანონო ობიექტების დემონტაჟი იწყება

თბილისი (BPI) – ბათუმის სანაპირო ზოლზე უსახური და უკანონო ობიექტების დემონტაჟი იწყება.

უნებართვოდ განთავსებული კვების ობიექტების მეპატრონეები ბათუმის მერიამ უკვე გააფრთხილა და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

მეპატრონეებს ობიექტების დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება მოეთხოვათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდარღვევის ფაქტებზე გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 …