ბათუმის აეროპორტის განვითარებისთვის კვლევა ჩატარდება

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10 წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს. კვლევის მიხედვით მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია TH Airport Consulting გაუწევს. დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და TH Airport Consulting დირექტორმა ტორსტენ ჰენტჩელმა, რომელიც ამავე დროს ბათუმის აეროპორტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელი იქნება.

კვლევის შედეგად გაიწერება თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალი 10 წლის განმავლობაში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი, მათ შორის გამტარუნარიანობის ნაწილშიც“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

მომსახურების ფარგლებში მოხდება აეროპორტის არსებული გამტარუნარიანობის შეფასება და ანალიზი, მისი ინფრასტრუქტურისა და აეროპორტის გაფართოების შესაძლებლობის საკითხის შესწავლა.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …