ბაზისბანკმა VTB ბანკის მსხვილი ბიზნეს პორტფელიც გადმოიბარა

ბაზისბანკის მიერ VTB ბანკის საცალო ბიზნესის სრულად გადმობარების შემდეგ, ამჯერად, შეთანხმება მსხვილი ბიზნეს პორტფელის ნაწილის ბაზისბანკში მიგრაციის შესახებ შედგა. კორპორატიული ბიზნესების გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება VTB-ში.
შეგახსენებთ, რომ რეკორდულად მოკლე დროში, 200 ათასამდე საცალო მომხმარებელი, მათი მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო თუ საკრედიტო ანგარიშები, წარმატებით დამიგრირდა ბაზისბანკში და ისინი უკვე სარგებლობენ მომსახურებით BB-ში. ასევე, ბაზისბანკმა გადმოიბარა დამატებით VTB ბანკის 21 ფილიალი, რის შედეგადაც, ბაზისბანკის სერვისცენტრებისა და ფილიალების ქსელი საქართველოს მასშტაბით, გაიზარდა 44-მდე. მნიშვნელოვანია, რომ როგორც VTB-ის საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლების ძირითადი ნაწილი შეუერთდა ბაზისბანკის გუნდს.

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …