ბადაგი პლიუსმა წნორში ხილის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო ააშენა

თბილისი (BPI) – კომპანია „ბადაგი პლიუსმა“ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო ააშენა.

საწარმო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ამოქმედდა, ინვესტიციის მოცულობა 877 000 ლარია, აქედან 438 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 350000 ლარი სახელმწიფო გრანტი.

2020 წელს, სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO:22000-ის დანერგვაში დაეხმარება.

„ბადაგი პლიუსში“, წელიწადში, საშუალოდ, 11 000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

შემთხვევითი სიახლე

თიბისის კაპიტალიზაცია £708 მლნ-ს აღემატება

თბილისი (BPI) – ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები, სასესიო კვირას …