ახალი მოთამაშე ავიაბაზარზე – Air Malta თბილისის ფრენებს იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ავიაბაზარს მალე ახალი მოთამაშე შეემატება. ავიაკომპანია Air Malta თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.

„ინტრეკო თრეველ ჯგუფის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამიერიდან აღნიშნული ტურისტული კომპანია იქნება საქართველოში ავიაკომპანიის კომერციული წარმომადგენელი.

„ინტერკო თრეველ ჯგუფის“ აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი წევრი შეემატება. 2019 წლის 3 ივლისიდან Air Malta შეასრულებს პირდაპირ, ყოველკვირეულ, რეგულარულ ფრენებს თბილისის მიმართულებით.

„ინტერკო თრეველ ჯგუფი“, როგორც Air Malta-ს კომერციული წარმომადგენელი საქართველოში, ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ერთგულ მომხმარებლებს შესთავაზონ ევროპული საზაფხულო დასვენება მისაღებ ფასად.

ასევე ბედნიერებას გვანიჭებს იმის გააზრება, რომ მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში, რადგან აღნიშული პირდაპირი რეისები საქართველოს, მალტიდან და მისი მეზობელი ევროპული ქვეყნებიდან პოტენციური ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება”, აცხადებენ „ინტრეკოთრეველ ჯგუფში”.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე …