ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა – ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ლიბერთის გუნდი მასშტაბური ახალი წლის აქციის შემდეგ თავის მომხმარებელს კიდევ ერთ – ქეშბექის საახალწლო აქციას სთავაზობს.

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთიმ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების ახალი სერია დააანონსა და კიდევ ერთი აქცია შესთავაზა მომხმარებლებს.

ლიბერთის Visa ბარათის მფლობელები შეძლებენ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი 50%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე. ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ქეშბექი – 400-მდე მეგობარ კომპანიას აერთიანებს (Cashback.ge)

დამატებით, აქციის პერიოდში, ლიბერთის ახალი საკრედიტო ბარათების მფლობელებისთვის +10% ქეშბექი გავრცელდება ‘ახალი’ ბარათით გადახდისას.

ქეშბექის საახალწლო აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტები და აქციის თარიღებია:

21 დეკემბერი-xs თოის და პეპელა- 30%

22 დეკემბერი – ბიბლუსი-30%

23 დეკემბერი -პოსტერეიშენ -50%

23-26დეკემბერი-Citrus.Ge-15%

24 დეკემბერი -სმაგლერსი-30%

25 დეკემბერი -მიდეა და ბელჰაუსი-30%

26 დეკემბერი-იკანი-50%

27 დეკემბერი -სეზონი-50%

28 დეკემბერი -საპოვნელა-50%

29 დეკემბერი -აზზატო-50%

30 დეკემბერი-Jungle fever/JF beauty studio-40%

აქციის ფარგლებში, თითოეულ მეგობარ ობიექტში, ერთ მომხმარებელზე დაბრუნებული ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო “მიდეასა და ბელჰაუსში – 1000 ლარს.

აქციაში ჩართულ ობიექტებში “მიდეა/ბელჰაუსი” და “SEZONI.GE” მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ადგილზე აიღონ ლიბერთის Visa ბარათები.

„ჩვენი გუნდის მიზანია, „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის ფარგლებში ადამიანებს შევთავაზოთ მარტივი და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტები, ასევე გავზარდოთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჩვენი მომხმარებლის ლოიალობა.

წინასაახალწლოდ ჩვენ თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტზე გავაუმჯობესეთ პირობები და შეთავაზებები. იმედი მაქვს, ახლა უკვე ქეშბექის და Visa-ს ერთობლივი აქციით უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. მინდა მადლობა გადავუხადო Visa-ს და ჩვენს მეგობარ ობიექტებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ახალ წლამდე ლიბერთის მომხმარებელს კიდევ რამდენიმე სიახლეს შევთავაზებთ.“ – განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

ქეშბექის საახალწლო აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge

შემთხვევითი სიახლე

თიბისი კაპიტალის თემატური განახლება მთავარი ეკონომისტისაგან – აქვს თუ არა ადგილი ეკონომიკის გადახურებას?

გასულ წელს ეკონომიკის 10.4%-ით აღდგენის შემდეგ, წელსაც ძლიერი, კვლავ 10%-ზე მეტი ზრდაა მოსალოდნელი. ამ ფონზე, …