ახალგაზრდა ეკონომისტები – სებ-ის კონკურსი ნიჭიერი სტუდენტების გამოსავლენად

საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კვლევითი ნაშრომების  კონკურსს იწყებს.  კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლებათ.

ეროვნული ბანკის ინიციატივა ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენასა და მხარდაჭერას ემსახურება მიზნად. კონკურსი, სიმბოლურად, ბანკირის დღეს ცხადდება. ბანკირთა პროფესიული დღე პირველი ქართული ბანკის – “სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსების 125 წლისთავისა და 8 ნოემბერს მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების 163-ე წლისთავთან დაკავშირებით 2001 წლიდან აღინიშნება.

ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევადმე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.

გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.

ეროვნული ბანკის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის მიზანი ახალგაზრდების კვლევითი ნაშრომების მიმართ დაინტერესების წახალისება და მათი ჩართულობის გაზრდაა. კვლევითი ნაშრომები მიიღება ეროვნული ბანკისათვის განსაკუთრებულად აქტუალურ სფეროებზე/მიმართულებებზე – ფინანსური სტაბილურობის, მონეტარული პოლიტიკის და სტატისტიკის  საკითხებზე და მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისათვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში.

საკონკურსო ნამუშევრები 2021 წლის 8 ნოემბრიდან მიიღება. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

შემთხვევითი სიახლე

მოზიდული პრემია 5.1%-ით გაიზარდა – „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანიას წინა წლის ანალოგიურ …