“აჭარისწყალი” დეზინფორმაციას პასუხობს: შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და უსაფრთხო ნაგებობაა

თბილისი (BPI) – შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს მდგრად და უსაფრთხო ნაგებობას, რომელიც აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

დიდაჭარის კაშხალი ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. კაშხლის რუტინული მონიტორინგი მიმდინარეობს კონკრეტული თანმიმდევრობით, შესაბამისი ტექნიკური გეგმის ფარგლებში.

,,ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჰესის კაშხლიდან წყალი ჟონავს, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. როგორც დიდაჭარის კაშხლის, ასევე მსგავსი ტიპის ყველა დიდი ბეტონის ნაგებობის მშენებლობა ხდება კონკრეტული თანმიმდევრობით და შედგება ცალკეული სამშენებლო სექციებისგან, რომელთა შორისაც მოწყობილია ეგრეთ წოდებული ,,კონსტრუქციული ნაკერები“, რეზერვუარის შევსების შემდეგ წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და შესაბამისი ცემენტაციის სამუშაოები ტარდება პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში. დღეის მდგომარეობით კაშხალი აბსოლუტურად მშრალია და არანაირი სახის წყლის ფილტრაცია არ შეინიშნება. ამასთან ერთად მკაფიოდ გვინდა ავღნიშნოთ, რომ წყლის მცირე სახის ფილტრაციას კაშხალზე არანაირი სახის კავშირი არ აქვს კაშხლის უსაფრთხოებასთან“ – განაცხადა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი ლაკირბაიამ.

შემთხვევითი სიახლე

CosyCorner-ი ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს

საქართველოს ბანკი მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მსუბუქი …