აჭარა ჯგუფის შვილობილი კომპანია რადიოქალაქის პროექტში $8 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „აჭარა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ რადიოქალაქის პროექტში 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. კომპანიამ ტერიტორია დაახლოებით, 23 მლნ ლარად, აუქციონზე შეისყიდა.

პროექტი იმ კონცეფციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულმა „კოლიერსმა“ შეადგინა.

ქალაქის მერმა აჭარა ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ვალერი ჩეხერიასთან ერთად რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად თბილისში კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება.

„კონცეფციაში მითითებულია, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ეს ადგილი, რომელიც საინტერესო სივრცეა. გამოვაცხადეთ ტენდერი და თავისი კონცეფციით გავყიდეთ. გამარჯვებულია „აჭარა ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია სასტუმროები: „სტამბა“, „რუმსი“, ასევე „ფაბრიკა“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი არა მხოლოდ გლდანის, მუხიანისა და თემქის მცხოვრებთათვის, არამედ მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის. აქ იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის. აქ ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს, გაერთოს და დაისვენოს. პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსის მშენებლობას. კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რადიოქარხნის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო, საგამოფენო, საკონცერტო, კულინარიული, სამუშაო-საწარმოო, სპორტული, ფიტნეს და სხვა ტიპის სივრცეები, ღამის კლუბი, საცურაო აუზი, რეკრეაციული სივრცე, კინოთეატრი, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …