აჭარაში 1200-ზე მეტ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. 2021 წელს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა. პროგრამა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას რეგიონში.

2021-2022 წლის გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა ყველა იმ სტუდენტს ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2021 წელს გათვალისწინებული იყო 900 სტუდენტის დაფინანსება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 400 000 ლარამდე გაიზარდა. ხოლო, 2022 წელს დაგეგმილმა ბიუჯეტმა უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია და 1 500 000 ლარით განისაზღვრა.

2012 წლიდან დღემდე, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა დაფინანსება 8 მლნ ლარზე მეტია.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში – ლაშა ხუციშვილი

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა …