აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ახალი პროგრამა იწყება

აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ახალი პროგრამა იწყება. საგრანტო პროგრამა სამინისტროს USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.
ამერიკულ მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
ახალი პროექტის ფარგლებში აჭარაში USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი იმყოფება. მარკ მაკკორდთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა.

ქართულ-ამერიკული პროგრამა SWM კომპანიების და მეწარმეების დაფინანსებას და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. საწარმოები პროდუქტიულობისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას, ასევე წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაციას შეძელებენ. ბიზნეს საქმიანობის ეფექტიანობის და შემოსავლების ზრდა მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში ინვესტიციებს ზრდას შეუწყობს ხელს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის ერთობლივი პროექტი ინოვაციებზე და საერთაშორისო სტანდარტებსა და მიდგომებზე იქნება ფოკუსირებული.

პროგრამა ფოკუსირებული იქნება ინოვაციებზე, საერთაშორისო სტანდარტებსა და მიდგომებზე, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოზე მყარი ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედების დონე.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე, ადმინისტრაციის უფროსი არჩილ სირაბიძე, აჭარის ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი კახა შავაძე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი ნოდარ კონცელიძე და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით  საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი …