არჩილ გაჩეჩილაძე საბანკო რეგულაციებიდან ბენეფიტების მიღებას ელის

თბილისი (BPI) – უნდა შერბილდეს თუ არა 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციები. ეს კითხვა ბიზნეს სექტორში აქტიური განხილვის საგანია.

რეგულაციების შერბილებას ითხოვს სამშენებლო ბიზნესი. საკითხს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. არჩილ გაჩეჩილაძე რეგულაციის შედეგებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულაციების შერბილების საკითხში ჩარევას არ აპირებს.

გაჩეჩილაძის განმარტებით, რეფორმის მოკლევადიანი გავლენა ძირითადად ამოწურულია და ახლა სექტორი ეკონომიკაში რეფორმის ბენეფიტების მიღებას ელის. მისივე თქმით, სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირების პარალელურად, იპოთეკური სესხების დაკრედიტების ნაწილში პორტფელი მზარდია.

“ბიზნესკონტრაქტი”

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა

თბილისი (BPI) – 9 აგვისტოს, დეველოპერების კონფერენციაზე, კომპანია HUAWEI-მ  ახალი, მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემა HarmonyOS …