ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ₾2 მლნ დაიხარჯება

თბილისი (BPI) – ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე იგეგმება ბეჭდური ბეტონის საფარის მოწყობა, ხოლო ანბანის კოშკის მიმდებარე პედესტალზე დაზიანებული ფილების შეცვლა-შეკეთება.

ამ ეტაპზე ხორციელდება ფილების დემონტაჟის, საფუძვლის მომზადების, საკომუნიკაციო ჭებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 1 951 334 ლარია.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …