ანაკლიის პორტი მომგებიანი იქნება

თბილისი (BPI) – ფოთის პორტმა აგვისტოში 48,802 TEU გადაამუშავა, რაც 2018 წელთან შედარებით +60.3%-თ მეტია,  rac ფოთის პორტის ისტორიული მაქსიმუმია. აგვისტოში ზრდა აქვს ბათუმის პორტსაც. +29.2%.10,230 TEU ეს ბათუმის პორტის ისტორიული მაქსიმუმია, ანაკლიის პორტი კონკურენტების მიღწევებზე წერს.

აგვისტოში ჯამში ორივე პორტმა 59,032 TEU გადაამუშავა, ზრდა +53.9%.ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია.2019 წლის 8 თვეში ორივე პორტმა 399,791 TEU გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებთ +37.3% ზრდაა.აქამდე 8 თვის რეკორდი 308,210 TEU იყო 2014 წელს.

თუ საშუალო ზრდის ტემპი შენარჩუნდება, წელს 623,183 TEU-ს უნდა ველოდოთ. ამის ნახევარიც საკმარისია, რომ ანაკლიის პორტი მომგებიანი იყოს – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჩუგოშვილი .

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

BioChimPharm-მა ინოვაციების სააგენტოსთან ₾650 000-იანი ხელშეკრულება გააფორმა

თბილისი (BPI) – ინოვაციების სააგენტოს 650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ …