ანაკლიის დამფინანსებლები გზის მშენებლობის ახალ სტანდარტს აწესებენ

თბილისი (BPI) –  2020/20 -ის გეგმა ანაკლიის პორტში ივლისში პირველი გემი ვერ შევა და   I  ფაზის მშენებლობა  20 ნოემბრისთვის  ვერ დასრულდება, – ვადის  დარღვევის  გარდაუვლობაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

მაია ცქიტივილის თქმით მთავრობა თავდაცვისთვის იძულებული გახდა პროექტის ხარვეზებზე ესაუბრა. მან   სხვადასხვა დროს  კონსორციუმის ვალდებულებების  4-ჯერ გადავადებაზე განაცხადა.  აღნიშნა შეღავათებზე 40 მლნ-იანი გარანტიის განახევრებაზე და პირგასამტეხლოს მოხსნაზე.

მინისტრის თქმით, კრედიტორმა ბანკებმა მოთხოვნები რამდენჯერმე შეცვალეს , ბოლო, მარტის ვერსიით, ისინი გარანტიებს ითხოვენ  სატვირთო ნაკადებზეც. დეფოლტის შემთხვევაშის კი 400 მლნ-ის ფინანსურ ვალდებულებას მთავრობას აკისრებენ. მისივე ინფორმაციით, ბანკებთან შეხვედრა აპრილშია დაგეგმილი. ამასთან   ვალდებულებები ეზრდება მთავრობასაც, მან სარკინიზგო და სახმელეთო გზის მშენებლობისას ამ საფინანსო ინსტიტუტების  მოთხოვნილი სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელონ.

ის ასევე ინვესტორის შეუსრულებელ ვალდებულებებზე  აცხადებს, 120 მლნ-ის კაპიტალში მობილიზებაზე. ამასთან  აღნიშნა, რომ კონტი ჯგუფი ჯერჯერობით ერთადერთი ინვესტორია, თუმცა მის მონაწილეობას მართვაში და კაპიტალში ვერ ხედავს.

შემთხვევითი სიახლე

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცე-მერისთვის ხელფასების გაზრდას უარყოფს

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის …