ალდაგი მცირე და საშუალო ბიზნესს შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვაში ეხმარება

თბილისი (BPI) – „მცირე და საშუალო ბიზნესი შრომის უსაფრთხოების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმშია,“ – აცხადებს კომპაია „ალდაგის“ გენერალური დირექტორი.

გიორგი ბარათაშვილის განმარტებით, შრომის უსაფრთხოების ახალი  სტანდარტების დანერგვაში ორგანიზაციებს „ალდაგი“ დაეხმარება. კომპანიის კლიენტებს შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასებასა და თანამშრომლების გადამზადებაში შესაბამის კონსულტაციებს „უსაფრთხო გარემოს“ სპეციალისტები გაუწევენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს წვდომა ინფორმაციასთან, ჩვენი პირველადი ამოცანა მათთვის ისეთი პროვაიდერების პოვნაა, რომელიც უფასო კონსულტაციებს გაუწევს და საწარმოში შრომის უსაფრთხოების შესაბამისობაში მოყვანაში დაეხმარება,“ – აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები  პარლამენტთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიურად მუშაობენ, უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ლიმიტების გაზრდაა.

„ბოლო პერიოდში რისკები მომატებულია. გაზრდილია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას  უბედური შემთხვევების რიცხვი. დამსაქმებლის მზღვეველმა უნდა იკისროს ვალდებულება, რომ მას  მიყენებული ზიანი ადეკვატური ლიმიტით დაუკომპენსირდეს,“ – განაცხადა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტრმა.

გიორგი ბარათაშვილის ინფორმაციით, საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტში. მისივე განმარტებით, ცვლილების შემდეგ, ლიმიტების დიფერენცირება სფეროებისა და რისკების მიხედვით  მოხდება.

შემთხვევითი სიახლე

ხარკოვის აეროპორტის TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულება – საქართველოა #3-ია

თბილისი (BPI) – ხარკოვის აეროპორტი TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულებას ასახელებს, სადაც მესამე ადგილზე საქართველოა. აეროპორტის ადმინისტრაციამ …