ავიაემბარგომ აზრი დაკარგა – რუსმა ტურისტებმა ალტერნატიული მარშრუტები აღმოჩინეს

თბილისი (BPI) – „11 თვეში  ჩვენმა ქვეყანამ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო ვიდრე მთლიანად 2018 წელს. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორმა, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებმა კარგად  იმუშავა, თავი გაართვეს იმ გამოწვევას, რომელიც 2019 წლის ივნისის შემდეგ შეიქნა.

რუსეთის ავიასანქციების მიუხედავად, იქაური  ტურისტების მხრიდან ინტერესი არ განელებულა,  ისე დიდი რაოდენობით ვიზიტები არ არის, მაგრამ შენარჩულებულია. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთიდან ფრენების შეზღუდვას აზრი ეკარგება, რადგან რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის ალტერნატიული გზები  ნაპოვნი აქვთ. 

ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რომ გადაგვეხალისებინა პოტენციური პარტნიორი ქვეყნების ნუსხა. შედეგად  სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადები გაიზარდა.   განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან”- განაცხადა მაკა ცხომელიძემ სასტუმრო მერკური თბილისის და IBIS Styles-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …