ზურაბ გვასალია 2018 წელს ლარიზაციის ეფექტის გაძლიერებას ელის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია 2018 წელს ლარიზაციის ეფექტის გაძლიერებას ელის, – წერს CBW-ი. 2017 წელს კამპანიამ 10%-იანი შედეგი დადო.

მარეგულირებლის მიერ  უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე დაწესებულმა შეზღუდვამ ბანკების პორტფელში 10% გაალარა. 2017 წელი  საბანკო სექტორმა  22.4 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებით დაასრულა.  მიუხედავად იმისა რომ  დედოლარიზაციას ბევრი სკეპტიკურად უყურებს, რადგან  გრძელ ლარს ეკონომიკის ზრდა აჩენს, დეპოზიტარებმა ლარში დაზოგვა უნდა დაიწყონ, რაც ბუნებრივი პროცესია და ხელოვნურად ვერ დარეგულირდება.

ლარის რესურის დაგრძელების ინსტრუმენტს წლის მნიშვნელოვან პროდუქტად აფასებენ ბანკირები. ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებასაც იწონებენ. მზად  არიან კლიენტურის ფინანსური განათლების კამპანიაში  ჩართვაშიც  მზადყოფნა გამოთქვეს. 2017 წელს შეიცვალა  პრიორიტებები.  მომგებიანობასთან ერთად მომხმარებლის კმაყოფილების კოეფიციენტის მნიშვნელოვანი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …