ზესტაფონში სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ გაიხსნა

თბილისი (BPI) – ზესტაფონში სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“-ის მშენებლობა 3 მლნ ლარი დაჯდა.

“კონსტრუქტ2” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2-ის” საერთო პროექტია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით – დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს. პროექტი სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სასწავლებელი 50 მდე აკადემიურ და 30 მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს. კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან მიიღებს.

კოლეჯი პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა.

შემთხვევითი სიახლე

ქუთაისს ისტორიული იერსახე უბრუნდება

თბილისი (BPI) – მთავრობა ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტაციის მიზნით დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე …