ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ IMDB-ის ტოპ 250 ფილმში მოხვდა

თბილისი (BPI) – ქართული ფილმი „მანდარინები“ ფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზის (IMDB) საუკეთესო ფილმების რეიტინგშია. ზაზა ურუშაძის ფილმი რეიტინგში 243-ე ადგილზე მოხვდა.

ბოლო მონაცემებით, ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები,“ 27 100-მდე მომხმარებელმა შეაფასა და საშუალო მაჩვენებელი 8.3 ქულით განისაზღვრა.

რეიტინგში პირველ ადგილზე ფილმი “გაქცევა შოუნშენკიდან” ხვდება, TOP-3-შია “ნათლია 1” და “ნათლია 2”, ფილმების რეიტინგის 250-ეულს ასრულებს ფილმი PK.

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …