ზალკალიანი: ვაშინგტონში ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე ვიმსჯელეთ

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთან რეი უოშბერნთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოს და დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

მისი თქმით, OPIC  დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკისა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებით.

„მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და იმ კურსისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, თანხვედრაშია აშშ-ის ინტერსებთან და მათ ხედვასთან თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკური განვითარების მაგალითი რეგიონში.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ლეგენდა ლიკანზე – რას გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი

თბილისი (BPI) – რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“,  …