ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქები

თბილისი (BPI) – კვლევითმა კომპანია Euromonitor-მა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქები გამოავლინა. სტამბოლი, რომელსაც 2016 წელს 9,17 მლნ ტურისტი ესტურმა, მე-15 ადგილზე მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს თურქეთის დედაქალაქს 8,6 მლნ ტურისტი ეწვია და მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5,8%-ით შემცირდა, სტამბოლი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქების რეიტინგში მაინც წამყვან პოზიციებზეა

სტამბოლთან ახლოსაა ანტალია, ედირნე და არტვინი, ისინი რეიტინგში 29-ე, 68-ე, 85-ე ადგილს იკავებენ.

პირველ ადგილზე რეიტინგში ჰონგ-კონგია, რომელსაც 2016 წელს 26,55 მლნ ტურისტი ეწვია. გასულ წელს მაჩვენებელი 3,2%-ით 25,7 მლნ ტურისტამდე შემცირდა.

მეორე ადგილზეა ბანგკოკი. ქალაქს 2016 წელს 21,25 მლნ ტურისტისტუმრობდა, 2017-ში კი 23,27 მლნ. მესამე ადგილზე ლონდონი მოხვდა, რომელსაც 2016 წელს 19,19 მლნ ტურისტი სტუმრობდა, 2017 წელს კი 19,8 მლნ.