ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებები საქართველოდან – Top 15 მგზავრთნაკადის მიხედვით

თბილისი (BPI) – გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით საქართველოსთვის პირველ ადგილზე სტამბოლის მიმართულებაა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 3 თვეში, საქართველოს აეროპორტების გავლით სტამბოლის მიმართულებით და პირიქით სულ 142 578 მგზავრმა ისარგებლა, რაც მთლიანი მგზავრთნაკადს 17%-ია.

ტოპ-5 ავიამიმართულებებშია ასევე მოსკოვი (125 ათას 596 მგზავრი), თეირანი 92 ათას 190 მგზავრი), კიევი (70 ათას 926 მგზავრი), დუბაი (53 ათას 103 მგზავრი) და როსტოვი (32 ათას 121 მგზავრი).

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით,იანვარ-მარტის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით „ტოპ 15“ ავიმიმართულება ასე გამოიყურება:

სტამბოლი

მოსკოვი

თეირანი

კიევი

დუბაი

როსტოვი

თელ-ავივი

შარჟა

დოჰა

ბაქო

ვარშავა

მინსკი

სანკტ-პეტერბურგი

მიუნხენი

ბერლინი.

შემთხვევითი სიახლე

თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს კანონში ცვლილებებს არ ეთანხმება

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლი ალიანსი ჯადაცვის კომიტეტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს …