ყველაზე იაფი ავიაბილეთი თბილისიდან ივლისისთვის (რეიტინგი)

თბილისი (BPI) – ივლისისთვის თბილისიდან ავიაბილეთებზე ყველაზე დაბალი ფასი რუსეთის მიმართულებითაა.

skyscanner-ზე დაყრდნობით, ივლისში ყველაზე იაფი (ორმხრივი) ავიაბილეთი დონის როსტოვის მიმართულებითაა და მისი ფასი 138 დოლარიდან იწყება. რუსეთის შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასი თურქეთის მიმართულებითაა.

skyscanner-ზე ივლისში, თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ბილეთის შეძენა 140 დოლარიდანაა შესაძლებელი. რეიტინგში მესამე პოზიციაზეა თბილისი-ბაქო-თბილისის ივლისის ავიაბილეთები, რომლის შეძენაც დღეს 166 დოლარიდანაა შესაძლებელი.

ყველაზე იაფი ავიაბილეთების რეიტინგში 172 დოლარიდან არის შესაძლებელი თბილისი-ერევანი-თბილსიის ავიაბილეთის შეძენა. ივლისში, საქართველოდან, კონკრეტულად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე იაფი ავიაბილეთების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა უკრაინა. მაგალითისთვის, skyscanner-ზე დღეს თბილისი-კიევი-თბილისის ავიაბილეთის ყიდვა 207 დოლარიდანაა შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …