Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან ახალ კამპანიას იწყებს.

როგირც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Google-უკრაინის პრეზიდენტმა დმიტრი შოლომკომ განაცხადეს, მსოფლიოში უდიდეს ვიდეოპორტალ Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება.

ვიდეორგოლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს მოიცავს. ახალი სარეკლამო კამპანია Youtube-ზე 29 მაისს დაიწყება 29 აგვისტომდე გაგრძელდება. სამიზნე ბაზრები შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

კამპანიის შედეგად განსაზღვრული შთაბეჭდილებების რაოდენობა შეადგენს (Impressions)- 95,237,500 ხოლო ვიდეორგოლების ნახვების რაოდენობა (Views)- 21,052,500.

კორპორაცია Google-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მე-3 წელია აქტიურად თანამშრომლობს, რაც მოიცავს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სარეკლამო კამპანიების დაგეგმავს. 2017 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია Google-მა წარმატებულად შეაფასა.