წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება

თბილისი (BPI) – წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდს ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად  9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ათეული წლის განმავლობაში, წყლის ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ამ ეტაპზე დასუფთავდა ტერიტორია, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა.

კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს  (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.