წყალმომარაგების სექტორის განვითარებაში ADB $500 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკი წყალმომარაგების სექტორში ახალ ინვესტიციას გეგმავს.   ფინანსური მხარდაჭერა არსებული და ახალი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების საერთაშორისო სტანდარტებით ოპერირებისა და მართვის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. მათ შორის, ენერგოეფექტურობის გაზრდაზე, წყლის დანაკარგების შემცირებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროგრამის  ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქალაქად ქუთაისი განისაზღვრა. დამატებითი საინვესტიციო პაკეტის გამოყოფის მიზნით, ADB-ის მისიამ  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, ქუთაისში  წყალმომარაგების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა და  მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.  ბანკის წარმომადგენლებმა   ფარცხანაყანევში  სათავე ნაგებობაც დაათვალიერეს, საიდანაც ადგილობრივები  სასმელი წყლით მარაგდებიან.

დღეის მდგომარეობით, ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებისთვის 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე  გამოყო.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …