წულუკიანმა “ღიაობის მაღალი სტანდარტი აჩვენა”

თბილისი (BPI) – მე  მსურდა დღეს პროფესიულ წრეებს, დაენახა საბჭოს ერთსულოვნება, ჩემი მონაწილეობის გარეშე”, – თეა წულუკიანი პროკურორობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს მთავრობას წარუდგენს.

კენჭისყრაში არმონაწილეობის მიზეზზე მან იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას თქვა.  შალვა შავგულიძის მიერ ოთარ კახიძის რჩევით კანდიდატურის მოხსნის გამო მწუხარება გამოთქვა.

“სამწუხაროდ ჩემდა და საბჭოს, …  გამიჩნდა კითხვა, როცა პოლიტიკური პარტია და ადეიშვილის მოადგილე აყენებს შალვა შავგულიძის კანდიდატურას, ირინა ენუქიძის ადვოკატის, ჩემო ყოფილი თანამებრძოლის, ის კი ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციით ხსნის, ეს რა შეიძლება იყოს თუ არა სამწუხარო და დასანანი”, – კითხვა წულუკიანს კენჭისყრის შემდეგ გაუჩნდა.

სხდომის  ღიაობაზე მედიის პრეტენცია მან არ გაიზიარა.  მისი თქმით  გამჭვირვალობის წარმოდგენა არასწორია. ყველა კითხვა ნაპასუხებია, კანდიდატებთან გასაუბრება საპროკურორო საბჭოს ვებ გვერდზე აიტვირთება. ბესელიას, წულუკიანის და კახიძის  ბიულეტენებიც საჯაროდ განადგურდა.  თეა წულუკიანმა ევროპის ძველი და ახალი ქვეყნების გამოცდილების მოხმობით ე.წ ლაივების უპრეცედენდობაზე განაცხადა. თქვა, რომ ეს არის   იუსტიციის საბჭოს ნოუ ჰაუ   და საპროკურორო საბჭოს მიერ არ არის გაზიარებული.

თადუმაძესთან მეგობრობაზე და  კენჭიყრისგან თავშეკავებაზე თქვა რომ თადუმაძის პატარა გოგონას ნათლიობით ის ძალიან ამაყია.

შემთხვევითი სიახლე

ლეგენდა ლიკანზე – რას გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი

თბილისი (BPI) – რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“,  …