წლიური ინფლაცია 2,2%-ია

თბილისი (BPI) – “საქსტატის” ცნობით, ივნისში წლიური ინფლაციის დონე 2,2%-ია, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე დეფლაციურია და 0,6%-ით განისაზღვრება.

საშუალო ინფორმაციის მაჩვენებელი 4,5%-ს შეადგენს.

“საქსტატის” ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4,6 პროცენტიანი ზრდა, რაც წლიურ ინფლაციაზე
0,63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (8,3 პროცენტი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა სატრანსპორტო
საშუალებების შეძენაზე (-10,8 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით. შესაბამისად,
ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია
წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე
ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რაც 0,43 პროცენტული პუნქტით აისახა
მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო
პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9,2 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება
(3,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 4,9 პროცენტით, რაც 0,34
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს
ნაწარმზე (8,9 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა 7,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,29
პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-7,9 პროცენტი), ისე
ფეხსაცმლის (-6,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

შემთხვევითი სიახლე

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით X2 დაინტერესდა

თბილისი (BPI) – თბილისში პარკინგის მოწყობით კომპანია X2 ინტერესდება. კომპანიას პარკინგის მოწყობა თბილისის მერიის მიერ გამოყფილ …