WizzAir-ი 2017 წლის 24%-იან ზრდაზე აცხადებს და 2018 წლის გეგმებს სახავს

თბილისი (BPI) – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 2017 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ კომპანია გასული წლის განმავლობაში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა, მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი, განახორციელა ახალი თვითმფრინავების ყველაზე დიდი შეკვეთა, საფუძველი ჩაუყარა სასწავლო სქემას პილოტობის მსურველთათვის და მომხმარებლებს ფრენის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის მრავალი სიახლე შესთავაზა.

2017 წელს განხორციელებული დაბალბიუჯეტიანი რეისებით Wizz Air 28 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს 24%-ით აღემატება. Wizz Air-ის ფლოტს 14 თანამედროვე თვითმფრინავი შეემატა. 13 ახალი ეარბას A321და ერთი ეარბას A320 ტიპის საჰაერო ხომალდის ჩათვლით, ფლოტი ჯამში 88 თვითმფრინავს მოიცავს. ახალი თვითმფრინავების დამატებამ ავიაკომპანიის მიერ 600 პირდაპირი სამუშაო ადგილის შექმნა განაპირობა. 15 ქვეყნის 27 აეროპორტში, გაერთიანებული სამეფოს ლონდონის ლუტონის და ბულგარეთის ვარნას უახლესი ბაზების ჩათვლით, ავიაკომპანიაში 3,500-ზე მეტი ავიაციის პროფესიონალია დასაქმებული. Wizz Air საქმიანობის არეალის გაფართოებასაც აგრძელებს. 7 დამატებითი აეროპორტის ათვისებით და 100-ზე მეტი ახალი სერვისის ინტეგრირებით კომპანიის არეალი 44 ქვეყნის მასშტაბით, 145 მიმართულებით, 600-მდე მარშრუტს მოიცავს.

წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია თვითმფრინავების ყველაზე დიდი შეკვეთა, რომელიც ეარბასთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს ეფუძნება და დამატებით ოჯახზე მორგებულ  146 ეარბას A320neo ტიპის თვითმფრინავის შესყიდვას გულისხმობს. შეთანხმების შედეგად, როგორც კი აღნიშნულ სიახლეს Wizz Air-ის აქციონერების გადაწყვეტილებაც დაადასტურებს, კომპანია უზრუნველყოფილი იქნება 282 ეარბას ტიპის თვითმფრინავით, რომელთა მომარაგებაც 2026 წლის ბოლოსკენ დასრულდება. აღნიშნული საშუალებას მისცემს ავიაკომპანიას, გააგრძელოს ზრდა და მუდმივად გააახლოს ფლოტი, რომელსაც ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა და ეფექტურ ფლოტად შეინარჩუნებს.

მომხმარებლის საუკეთესო სამგზავრო გამოცდილების შექმნის მიზნით, Wizz Air-მა უფასო ხელბარგის ზომა 50%-ით გაზარდა, გააუმჯობესა ონლაინ პლატფორმები, რაც ვებ-საიტსა და WIZZ მობილურ აპლიკაციას გულისხმობს; კომპანიამ ასევე საფუძველი ჩაუყარა ინოვაციურ სერვისებს (ტარიფის გაყინვა, ცვლადი თანამგზავრი), რომლებიც მგზავრობის მეტ მოქნილობას განაპირობებს.

ჯოზეფ ვარადიმ, Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: „2017 წელი Wizz Air-ის მასიური გაფართოების წელი იყო. შედეგად ბიზნესის ყველა ასპექტში  მნიშვნელოვანი განვითარება მივიღეთ.  აღნიშნულმა Wizz Air აქცია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაკომპანიად, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში მუდმივი წინსვლის საწინდარია. ჩვენ მიერ დამკვიდრებული ულტრა-დაბალბიუჯეტიანი ბიზნეს მოდელის, მაღალკვალიფიციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ეკიპაჟის, ახალგაზრდა და თანამედროვე ფლოტისა და შესანიშნავი და ფასეულობებზე ორიენტირებული მომსახურების შედეგად, ჩვენი დაფარვის ყველა ქვეყანაში მგზავრები Wizz Air-ზე აჩერებენ არჩევანს. ჩვენ თანმიმდევრულ და სწრაფ ზრდას, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას ვაგრძელებთ.“

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …