WIZZ AIR-ის ფლოტი მეასე თვითმფრინავით დაკომპლექტდა

თბილისი (BPI) – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დღეს უნიკალურ მიღწევას აღნიშნავს – ავიაკომპანიის ფლოტი მეასე თვითმფრინავით დაკომპლექტდა.

სიახლის აღსანიშნვად, Wizz Air-ის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ეარბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდი ბუდაპეშტში საზეიმოდ გამოჩნდა. Wizz Air-ის მუდმივად მზარდ მნიშვნელობას იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ავიაკომპანია ემსახურება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს WIZZ ფონდის დაანონსება.

ფონდი 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს: ჯანმრთელობა, განათლება, ბავშვებზე ზრუნვა და გადაუდებელი დახმარება. Wizz Air-ის ფლოტი მე-100 თვითმფრინავით ოპერირების დაწყებიდან სულ რაღაც 14 წლის შემდეგ დაკომპლექტდა. აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ავიაკომპანიის დაბალბიუჯეტიანი ტარიფებით სარგებლობა შეძლო დაახლოებით 155 მილიონმა ადამიანმა, მომავალში კი ავიარეისებით მგზავრობა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Wizz Air აგრძელებს ქსელის გაფართოებასა და დაბალბიუჯეტიანი ფასებით ბაზრის სტიმულირებას, რაც ავიაკომპანიის ამბიციისკენ სწრაფვას განაპირობებს – მოექცეს ევროპული საუკეთესო ავიაკომპანიების ხუთეულში. Wizz Air-ის უახლესი გეგმები უკავშირდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 268 ავიახომალდის შეკვეთას, რომელთა მიწოდებაც 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. შედეგად, ავიაკომპანიის ფლოტი დაკომპლექტდება თითქმის 300 თვითმფრინავით და, 10,000 კოლეგისგან შემდგარი გუნდის დახმარებით, წელიწადში 100 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ამასთან, ციფრულ ტექნოლოგიებზე ფოკუსირება Wizz Air-ს საშუალებას მისცემს, გახდეს მომხმარებლებზე მეტად ორიენტირებული ავიაკომპანია და ბიზნესში მორიგი ეფექტური სიახლეები დანერგოს.

Wizz Air-ის თანამედროვე ფრლოტი ავიაკომპანიის დაბალბიუჯეტიანი ბიზნეს მოდელის ძირითადი აქტივია, რა თქმა უნდა, ეარბას A321 ტიპის ეფექტურ საჰაერო ხომალდთან ერთად. ეარბას A320 ტიპის თვითმფრინავთან შედარებით, ეარბას A321 ტიპის თვითმფრინავში უფრო მეტი მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი, რაც მის ეფექტურობას განაპირობებს. ეარბას A320ceo ტიპის თვითმფრინავთან შედარებით, ეარბას A321ceo ტიპის თვითმფრინავი 10%-ით მეტი ხარჯების დაზოგვას განაპირობებს.

2023 წლისთვის, Wizz Air-ის მგზავრთა 75% ეარბას A321 ტიპის თვითმფრინავში განთავსდება. სიახლეების შემდგომი ეტაპი დაიწყება 2019 წელს, როდესაც Wizz Air 256 ეარბას A320neo საოჯახო ტიპის თვითმფრინავის შეკვეთას ჩაიბარებს – თვითმფრინავებს, რომელთა უახლესი ტექნოლოგიის ძრავები ხარჯების 10%-ით შემცირებას განაპირობებს, ეარბას A321ceo ტიპის თვითმფრინავთან შედარებითაც კი. აღნიშნული თვითმფრინავები იმუშავებს Pratt & Whitney-ის PW1100G-JM ძრავზე, რომლიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა და მინიმუმ 16%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს ვიდრე A321ceo.

„2004 წელს Wizz Air-ის ამოქმედებისთანავე ვიცოდით, რომ ეს ავიაკომპანია ადამიანთა ცხოვრებას შეცვლიდა და ხელმისაწვდომ საჰაერო მგზავრობას ხელმისაწვდომს გახდიდა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის. ჩვენი ძირითად ფოკუსი ოპერირებისთვის საჭირო ხარჯების ყველაზე დაბალი მაჩვენებელის მიღწევა ბზარზე ყველაზე დაბალი ფასების შემოთავაზებაში გვეხმარება. დღეს კი, პირველი განხორციელებული რეისიდან სულ რაღაც 14 წლის შემდეგ, Wizz Air-ის ფლოტს მეასე თვითმფრინავი ემატება. წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა გველოდება, რაც 2019 წლის ბოლოსთვის ეარბას A320neo საოჯახო ტიპის თვითმფრინავის მიღებას მოიაზრებს. ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორების, Airbus-ისა და Pratt & Whitney-ის მხარდაჭერით, ასევე განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, ჩვენ გავაგრძელებთ მიზნისკენ სწრაფვას – დაბალბიუჯეტიანი ფასებით გავხდეთ უდაო ლიდერი, მოვექცეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიების ხუთეულში და დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის უნიკალური შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი“, განაცხადა Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ.

„Wizz Air-მა ეარბასის ტიპის პირველი თვითმფრინავით ოპერირება 14 წლის წინ დაიწყო. Wizz Air-მა წარმატების ნამდვილი ისტორია შექმნა, ჩვენ კი ამაყი ვართ, რომ ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ და ავიაკომპანია მოვამარაგეთ ყველაზე ეფექტური ავიახომალდებით, რომლებიც ხარჯეფექტურობასა და კომფორტს აერთიანებს – აღნიშნა ერიკ სჩულცმა, Airbus-ის კომერციულმა დირექტორმა. „ჩვენს V2500 ძრავზე Wizz Air 2004 წელს განხორციელებული პირველივე რეისის შემდეგ მუშაობს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანიის მეასე თვითმფრინავიც ჩვენს ძრავზე იმუშავებს“ – აღნიშნა ჯესიკა ვილარდიმ, Pratt & Whitney-ის რეგიონალურმა ვიცე პრეზიდენტმა ევროპაში, რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ Wizz Air-თან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“.

შემთხვევითი სიახლე

“ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია”

თბილისი (bpi) –  და გაექცეს პასუხისმგებლობას”, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე  მთავრობის ადმინისტრაციის …