Wizz Air-ის ერთწლიანი ულიმიტო მოგზაურობა უნგრელმა სტუდენტებმა მოიპოვეს

თბილისი (BPI) – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა რიგით მეორე სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში უნივერსიტეტისა თუ კოლეჯის სტუდენტებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენის შანსი ჰქონდათ. ახალგაზრდებმა თავიანთი ინოვაციური იდეები კომპანიის მიერ შემუშავებული ბიზნეს გამოწვევის ანალიზზე მუშაობისა და კვლევის დროს წარმოაჩინეს.

9- 10 მაისს ბუდაპეშტში გამართულ ნახევარფინალსა და ფინალს 24 საუკეთესო გუნდი დაესწრო. სტუდენტებმა თავიანთი პროექტები Wizz Air-ის მენეჯმენტისა და გარე ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგინეს. საერთო ჯამში, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდნენ გუნდები 31 ქვეყნის 170-მდე უნივერსიტეტიდან. მათ ბიზნეს გამოწვევის 200 საკონკურსო ანალიზი შეიმუშავეს.

Wizz Air-ის რიგით მეორე სტუდენტების კონკურსის გამარჯვებულია უნგრელი სტუდენტების გუნდი, რომელიც WIZZ-ის ქსელის ნებისმიერი მიმართულებით ერთწლიანი ულიმიტო მოგზაურობით დასაჩუქრდა. კონკურსის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოექცნენ ახალგაზრდები დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, სლოვენიიდან და უკრაინიდან.

„როგორც კი Wizz Air-ის სტუდენტების კონკურსის შესახებ გავიგეთ, მაშინვე მივხვდით, რომ ეს იყო შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. ჩვენ ძალიან საჭირო გამოცდილება მივიღეთ. ძალიან სასიამოვნო იყო სხვა გუნდების წევრ ასეთ მოტივირებულ ადამიანებთან შეხვედრა და Wizz Air-ის მენეჯმენტის მხრიდან ღირებული მოსაზრებების მოსმენა. მათმა ჩართულობამ ჩვენზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ერთი სული გვაქვს, როდის ვიმოგზაურებთ ევროპის გარშემო Wizz Air-თან ერთად. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა მხოლოდ აღნიშნული გამოცდილებით არ შემოიფარგლება“ – აღნიშნავენ გამარჯვებული გუნდის წევრები უნგრეთიდან.