Wizz Air-ი მოღვაწეობის მე-14 საიუბილეო წელიწადს 30%-მდე ფასდაკლებით აღნიშნავს

თბილისი (BPI) – ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air მოღვაწეობის მეთოთხმეტე საიუბილეო წელიწადს ორდღიანი ფასდაკლებით აღნიშნავს. Wizz Air-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, შეუერთდნენ დღესასწაულს და ავიაკომპანიის დაბალბიუჯეტიანი ქსელის 141 მიმართულებით 30%-მდე ფასდაკლებით იმოგზაურონ. ფასდაკლება მოქმედებს 19 მაისის ღამის 12 საათამდე დაჯავშნულ ყველა რეისზე.

გასული წლის განმავლობაში Wizz Air-მა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ავიაკომპანიის ოპერაციები წლის განმავლობაში დაახლოებით 24%-ით გაიზარდა, რაც დაბალი ფასებით კმაყოფილი 30 მილიონი მგზავრის გადაყვანამ, დაჯავშნის მარტივმა სისტემამ და შესანიშნავმა საბორტო მომსახურებამ განაპირობა. გარდა ამისა, Wizz Air ამჟამად ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფართოების ოპერაციებს ახორციელებს. სულ რაღაც 17 კვირის განმავლობაში, ავიაკომპანიის ევროპის ბაზებზე საერთო ჯამში 21 თვითმფრინავი განთავსდება, რაც ფართო ქსელის მასშტაბით 700 დამატებითი ყოველკვირეული რეისისა და 70 ახალი სერვისის განხორციელებას შეუწყობს ხელს. 2018 წელს საფუძველი უკვე ჩაეყარა 3 ახალ მიმართულებას: ათენი, ხარკოვი და ვენა. ამასთან, 2018 წლის 3 მაისს, ლონდონი – ბუქარესტის პირველი რეისით ოფიციალურად დაიწყო ოპერაციები Wizz Air-ის დიდი ბრიტანეთის ავიახაზიდან, რომლის სათაო ოფისიც ლონდონის ლუტონის აეროპორტშია განთავსებული.

Wizz Air კვლავ აგრძელებს იმ ქვეყნების მხარდაჭერას, სადაც მოღვაწეობს. 17 მაისიდან ავიაკომპანია პერიოდულად ამატებს 7 ახალ ავიამიმართულებას. Wizz Air იწყებს რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით და ავიამიმოსვლას ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით. ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებები ქმნის უამრავ შესაძლებლობას საქმიანი ვიზიტებისთვისა თუ დასასვენებლად მოგზაურთათვის, რომელთაც აღნიშნულ პოპულარულ ქვეყნებში გამგზავრება სულ რაღაც 49,99 ლარიდან / 29,99 ევროდან შეეძლებათ. Wizz Air-მა ასევე საშუალება მისცა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ თავიანთი უნარ-ჩვევები ავიაკომპანიის სტუდენტების ყოველწლიური რიგით მეორე კონკურსის ფარგლებში გამოევლინათ.

Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 20 ავიამიმართულებას 14 ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდი დაამატა. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 36 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.

ამჟამად Wizz Air-ის 96 ეარბას A320 და A321 ტიპის ავიახომალდებისგან შემდგარი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი უზრუნველყოფს მომხმარებელთა გადაადგილებას მრავალფეროვანი ქსელის მასშტაბით, ევროპაში თუ მის ფარგლებს გარეთ, შორეული ჩრდილოეთის ტრომსედან შორეული სამხრეთის დუბაიმდე. Wizz Air-თან ერთად იზრდება ავიაკომპანიის პროფესიონალების გუნდიც. გასული წლის განმავლობაში Wizz Air-მა თითქმის 800 ახალი თანამშრომელი დაასაქმა. შესანიშნავ საბორტო მომსახურებას ამჟამად უზრუნველყოფს 45 განსხვავებული ქვეყნის 4,000-მდე ავიაციის პროფესიონალი, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ისეთ ინოვაციურ და მორგებულ სერვისებს, როგორიცაა ცვლადი თანამგზავრი და ტარიფის გაყინვა.

„მოხარულები ვართ, რომ რიგით მე-14 იუბილეს ჩვენს მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნავთ და მათ 2 დღის განმავლობაში კიდევ უფრო დაბალი ფასებით სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლებთ. გასული 14 წლის განმავლობაში, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა თითქმის 150 მილიონიან მგზავრს მისცა შესაძლებლობა, რომ ევროპულ თუ სხვა ქალაქებში Wizz Air-ის დაბალი ფასებით ემოგზაურა. Wizz Air ამჟამად ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 141 ქალაქს, მათ შორის ჩვენს ახალ მიმართულებებს: ვენას, ხარკოვსა და ათენს. ავიაკომპანიის გუნდთან ერთად, მეც ველოდები ჩვენს შემდგომ მიღწევას: მე-100 თვითმფრინავის დამატებას“, განაცხადა Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ.