“ვითიბის” საბჭო სებ-ის ძველი კადრით შეივსო

თბილისი (BPI) – არჩილ რესანის ძე კონცელიძეს  „ვითიბის“ სამეთვალყურეო საბჭოში  უფლებამოსილება ვადამდე  შეუწყდა.  ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბანკის 97.4%-ის მფლობელმა „ბანკ ვეტებემ“ მიიღო  (წყარო: საკანონმდებლო მაცნე).

სამეთვალყურეო საბჭოდან მენეჯმენტის წევრების გამიჯვნას,  ბანკის აქციონერს,  სებ-ი ავალდებულებს (საზედამხედველო პოლიტიკის ბოლოს წინადროინდელი ცვლილებით).  ამაზე 1 ივნისამდე (2018) ყველა ბანკს და მათ შირის „ვითიბისაც“ უნდა ეზრუნა.

არჩილ კონცელიძე, რომელიც ბანკის დირექტორთა საბჭოს 2009 წლის  ბოლოდან ხელმძღვანელობს,  მენეჯმენტში  რჩება, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. საბჭოში გამოთავისუფლებული ადგილი კი დამოუკიდებელ წევრად მიწვეულმა  მერაბ კაკულიამ შეავსო, რომელიც  90-იან წლებში დვალიშვილის, ნოდარ ჯავახიშვილის და ირაკლი მანაგაძის პრეზიდენტობის ეპოქაში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, 14 წლის განმავლობაში. მე-2 დამოუკიდებელი წევრია გოცა მაცაბერიძე  წარსულში ბანკი „რესპუბლიკას“ აქციონერი. ამ დროისთვის კი შპს „საქართველოს“ (დირექტორი ლაურა ღაჭავა, 77%-ის მფლობელი ანაბელა ინვესტ გრუპი)   მეწილე (6.16%). ამ დღეებში თავის კომპანიაში  კიდევ ერთი ტრანზაქცია უფიქსირდება, ნიკო ლეკიშვილისგან “ალექსანდრეულის” 8%-იანი წილი 50 000 ლარად გამოისყიდა.

დამოუკიდებელი წევრებიც  ანაზღარურებადი კატეგორიია თუა არა არ dაგვიზუსტებია.  ბანკის წლიურ (2018) ანგარიშში აისახება. 2017 წლის მონაცემებით 6 დირექტორის მთლიანმა ანაზღაურებამ 3.372 მლნ ლარი, სამეთვალყურეო საბჭოს ( 4 წევრი) – ₾.45 200 შეადგინა.

 

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …