ვითიბიმ ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა. ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის.

თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა თანხა მარტივად, პირდაპირ ბარათიდან გადაირიცხოს. ტრანზაქციისთვის საჭიროა, მხოლოდ გამგზავნის ბარათის 16 ციფრიანი ნომრის, მოქმედების ვადის და CVV2/CVC2 კოდის, ხოლო მიმღების შემთხვევაში ბარათის 16 ციფრიანი ნომრის შეყვანა.

ვითიბი ბარათებზე თანხა მომენტალურად ირიცხება,  სხვა ბანკების ბარათებზე ჩარიცხვის ვადა განისაზღვრება რამდენიმე წამიდან 30 წუთამდე ინტერვალით.

მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, ბანკის ვებ გვერდიდან https://cardtocard.vtb.ge/ ვითიბი ბანკის კლიენტები უახლოეს მომავალში თანხის გადარიცხვას შეძლებენ აგრეთვე ელექტრონული საფულის აპლიკაციიდან MobilePay.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …